weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსმა ჰაკერებმა NSA-ის საიდუმლო მეთოდებზე ინფორმაცია მოიპოვეს

16:25 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთის მთავრობის დავალებით მოქმედმა ჰაკერებმა ინფორმაცია მოიპოვეს გასაიდუმლოებულ მეთოდებზე, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო (NSA) უცხოეთის კომპიუტერულ ქსელებში შესაღწევად და კიბერიერიშებისაგან თავის დასაცავად იყენებს.

ჰაკერებს ასეთი შესაძლებლობა მიეცათ მას შემდეგ, რაც ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორმა საკუტარი სახლის კომპიუტერზე გასაიდუმლოებული მასალა ატვირთა. ამის შესახებ გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მოგვიანებით რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების ვარაუდით, საიდუმლო ინფორმაციის მოსაპარად გამოყენებულ იქნა ანტივირუსული პროგრამა, რომელიც შექმნა მოსკოვში დაფუძნებულმა კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიამ“.

გასულ თვეში ვაშინგტონმა აშშ-ის ფედერალურ უწყებებს აუკრძალა „კასპერსკის“ ნაწარმის გამოყენება. გადაწყვეტილების მიზეზი ვარაუდია, თითქოს ამ კომპანიის ხელმძღვანელობას კავშირი აქვს რუსეთის დაზვერვის სამსახურთან, რომელმაც შესაძლოა „კასპერსკის“ პროგრამები გამოიყენოს ამერიკულ სტრუქტურებზე ჰაკერული თავდასხმების მოსაწყობად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]