weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბარსელონაში სეპარატიზმი ათი ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა

12:27 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონის ქუჩებში ათი ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა რეგიონული მთავრობის მცდელობა ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფის შესახებ.

დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი სახელად „კატალონიის სამოქალაქო საზოგადოება“, რომელიც აცხადებს, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 950 000-მა მოქალაქემ, თუმცა არის ცნობები, რომ ბევრი დემონსტრანტი ბარსელონაში მადრიდიდან ჩავიდა. დემონსტრანტების ლოზუნგები იყო: კატალონია ესპანეთია, არ ენდოთ სეპარატისტ მთავრობას, ერთად ძლიერები ვართ და ა.შ.

ერთი კვირის წინ ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმი შემდეგ, რომელსაც არ ცნობენ ცენტრალური მთავრობა და უზენაესი სასამართლო, კატალონიის მთავრობა ამბობს, რომ დამოუკიდებლობას ცალმხრივად გამოაცხადებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა კატალონიას არ მისცემს გამოყოფის საშუალებას. მისი თქმით, ცენტრალურმა მთავრობამ შესაძლოა გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლებამოსილება და გააუქმოს კატალონიის ავტონომია.

კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ 1-ელი ოქტომბრის რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლის დაახლოებით 90-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი ესპანეთისგან გამოყოფას. რეფერენდუმზე აქტივობამ შეადგინა რეგისტრირებული 5.34 მილიონი ამომრჩევლის დაახლოებით 42%.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]