დევიდ ბეკერი - ლას ვეგასი, ნევადა: ხალხი მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიიდან გარბის მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და სამოცამდე ადამიანი იმსხვერპლა.
კარლოს ბარია - ხაიუია, პუერტო რიკო: ქარიშხალ „მარიას“ მიერ განადგურებულ ქალაქში მაცხოვრებლები ცხენით გადაადგილდებიან.
მანუ ფერნანდესი - ბარსელონა, ესპანეთი: კატალონიის დედაქალაქის ქუჩებში ანტი-მადრიდულ დემონსტრაციას მეხანძრეებიც უერთდებიან.
ეფრემ ლუკაცკი - კიევი, უკრაინა: გაზის კომპანია OKKO-ს საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე მონაწილეები ცეცხლსაქრობებს გაზგასამართ სადგურზე დგამენ.
მიხაელ დალდერი - მიუნხენი, გერმანია: ოქტობერფესტის უკანასკნელი დღე.
პეტროს კარაჯიასი - ნიქოზია, კვიპროსი: ბერძენი ჯარისკაცები მონაწილეობას ღებულობენ ორად გაყოფილი კუნძულის რიგით 57-ე დამოუკიდებლობის წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.
მენაჰემ კაჰანა - იერუსალიმი, ისრაელი: სუქოთის დღესასწაულისთვის ებრაელები პალმის რტოებს ამზადებენ.
აჰმად ალ-რუბაი - ჰავიჯა, ერაყი: ქვეყნის სამტავრობო ძალები და დაჯგუფება „ჰაშედ ალ-შააბის“ მებრძოლები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული პოზიციებისკენ მიემართებიან.
ფრედ დუფური - ტეკნაფი, ბანგლადეში: მიანმარიდან საზღვარზე გადასული ოჰინჯიელი ლტოლვილი ქალი ბავშვს მდინარე ნაფში ბანს.
ედ ჯოუნსი - ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა: მზარეული გიუნ-ჰუი რიუ პორტრეტისთვის პოზირებს.