weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ერდოღანი - თურქეთი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას

10:09 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. ერდოღანის თქმით, თურქეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

კითხვაზე - მზად არის თუ არა თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, ერდოღანმა უპასუხა, რომ „ყირიმის საკითხი დელიკატურია“ და ანკარა ცდილობს დაეხმაროს ყირიმელ თათრებს, რომლებიც „თავისუფლებაში არ არიან“.

როგორც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, უკრაინისა და თურქეთის სტრატეგიული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა.

„ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულები, რომ გაიზარდოს თურქეთის წარმომადგენლობა ეუთოს მონიტორინგის მისიაში. ასევე, უახლოეს მომავალში ჩვენთვს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პარტნიორების, კერძოდ კი თურქეთის მხარდაჭერა ლუგანსკისა და დონბასის ოლქებში გაეროს სამშვიდობო მისიის განლაგების საკითხში“, - განაცხადა პოროშენკომ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით 9 ოქტომბერს ჩავიდა.

 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]