სტიქიის ზონიდან 20 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ნაპის, სონომისა და კიდევ რამდენიმე ოლქში.
კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძრის რამდენიმე კერა 8 ოქტომბერს, საღამოს გაჩნდა და საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.