აფრენის დროს თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და გადატრიალდა. პილოტებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა თვითმფრინავის გაუმართაობა გამხდარიყო.
სირიაში რუსეთმა უკვე მეორე „სუ-24“ დაკარგა. პირველი შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქულმა ავია გამანადგურებელმა ჩამოაგდო. მაშინ თურქეთმა მიიჩნია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე უნებართვოდ დაარღვია.
„სუ-24“ საბჭოთა კავშირში მთავარი ბომბდამშენი თვითმფრინავი იყო, რომელიც საბჭოთა და რუსულ სამხედრო-საჰაერო ძალებში 1975 წლიდან გამოიყენებოდა. ამჟამად რუსეთს „სუ-24“-ის განახლებული ვერსია აქვს. ის აზერბაიჯანის, ალჟირის, ირანის, სირიის, სუდანისა და უკრაინის შეიარაღებაშიც შედის.