weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებულ სკანდალს ჰოლივუდის ვარსკვლავები ეხმაურებიან

15:12 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

გავლენიანი ოსკაროსანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის გარშემო ატეხილ სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებით ჰოლივუდის მსახიობებმა და სხვა ცნობილმა სახეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. შეგახსენებთ, რომ ბრალდებების გამო პროდიუსერი საქმიანობას ჩამოაშორეს.

ჰარვი ვაინშტაინი თავისივე კინოკომპანიიდან სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დაითხოვეს

კომედიური ფილმებით ცნობილმა რეჟისორმა კევინ სმითმა, რომლის კარიერის პირველი ათწლეული სწორედ „ვაინშტაინ კომპანიმ“ დააფინანსა, „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა, რომ სხვებივით განიცდის ტკივილსა და სირცხვილის გრძნობას.

ჰარვი ვაინშტაინი საჯაროდ გააკრიტიკა კინოლეგენდად ქცეულმა მერილ სტრიპმა, რომელმაც პროდიუსერის ქმედებებს „სამარცხვინო“, „მიუტევებელი“ და „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ უწოდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯესიკა ჩესტეინმა, რომელსაც არ გაკვირვებია ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული სკანდალი, ასევე „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა პატარა პოსტი, რომლითაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მან კარიერის დასაწყისშივე იცოდა და თავიდანვე აფრთხილებდნენ, თუ რა სახის ზეწოლა შეიძლებოდა ყოფილიყო პროდიუსერების მხრიდან დამწყებ მსახიობზე.

კომენტარი გააკეთა ბრიტანელმა ვარსკვლავმა კეიტ უინსლეტმაც, რომელსაც ოქროს გლობუსი და ოსკარი სწორედ ვაინშტაინის კინოპროდუქცია „მკითხველით“ (The Reader) ერგო.

„ის ფაქტი, რომ ეს ქალები იწყებენ ღიად საუბარს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აღიარებულ პროდიუსერზე, წარმოუდგენელი სიმამაცეა და მოსასმენად საკმაოდ შოკისმომგვრელი. მსგავსი სახის მოპყრობა, როგორიც ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან ამ დაუცველ, ახალგაზრდა ნიჭიერ ქალებზე განხორციელდა, არცერთ სამუშაო ადგილზე არასოდეს, არასოდეს არ უნდა იყოს მიღებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ ქალებისთვის მთელი ეს დრო იყო და არის უკიდურესად მტკივნეული. მე აბსოლუტურად ვიზიარებ და მივესალმები მათ ღრმა გამბედაობას და ცალსახად ვუჭერ მხარს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ასე ამაზრზენად მოექცნენ. ვაინშტაინის საქციელი უდავოდ სამარცხვინო და შემაშფოთებელია და ძალიან, ძალიან არასწორი. იმედი მქონდა, რომ მთელი ეს ამბები ჭორები იყო, შესაძლოა აქამდე ჩვენ ყველა გულუბრყვილონი ვიყავით და ეს ძალიან მაბრაზებს. ქალთა მიმართ ასეთ დამამცირებელ ქმედებებზე არანაირ ტოლერანტობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი მთელ მსოფლიოში.“ - განაცხადა კეიტ უინსლეტმა.

აღსანიშნავია, რომ „ვაინშტაინ კომპანის“ თანადამაარსებელ ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შინაარსის ზეწოლაზე ასევე ისაუბრეს მსახიობებმა როუზ მაკგოუენმა და რომოლა გარაიმ. ამ უკანასკნელის თქმით, იგი 18 წლის იყო, როდესაც პროდიუსერმა მასზე ფილმში მიცემული როლის განხილვისას სექსუალური სახის ზეწოლა სცადა.

ინფორმაციებთან დაკავშირებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან მსახიობებზე მსგავსი ქმედებების შესახებ პრესტიჟული გამოცემა The New York Times ინფორმაციის გავრცელებას ჯერ კიდევ 2004 წელს აპირებდა, რასაც „ვაინშტაინ კომპანის“ მხრიდან ზეწოლა მოჰყვა. კინოკომპანიის მხარე კი, გამოცემის მიერ სკანდალური სტატიის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ჰოლივუდის ისეთმა ვარსკვლავები დაიჭირეს, როგორებიც არიან მეტ დეიმონი და რასელ კროუ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]