weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აშშ და ისრაელი UNESCO-დან გადიან

10:13 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (UNESCO) გადის. UNESCO-ს ისრაელის მიმართ მიკერძოებულ და ანტიებრაულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

ეს გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრიდან შევა. ამასთან, აშშ შექმნის „სადამკვირვებლო მისიას“, რომელიც ორგანიზაციაში მისი წარმომადგენლობის ადგილს დაიკავებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, UNESCO ორგანიზაციულ რეფორმას საჭიროებს. 

ისრაელის გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა. მან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაიწყოს საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის პროცედურები.

ნეტანიაჰუს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრაპის გადაწყვეტილებას. „ეს გაბედული და ნორმალური გადაწყვეტილებაა, რადგან UNESCO აბსურდის თეატრად გადაიქცა და ისტორიის შენარჩუნების ნაცვლად ამახინჯებს მას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

UNESCO-მ, რომელიც 1945 წელს დაფუძნდა, 2011 წელს პალესტინა სრულუფლებიან წევრად მიიღო. ისრაელმა და აშშ-მა ეს ნაბიჯი დაგემეს. ამ დროიდან მოყოლებული ვაშინგტონმა ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა.

2017 წლის 7 ივლისს UNESCO-მ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰევრონის ისტორიული ნაწილი და პატრიარქების აკლდამა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ისე შეიტანა, როგორც პალესტინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და განაცხადა, რომ ისინი საფრთხეში არიან. ამ გადაწყვეტილებამაც აშშ-სა და ისრაელის უკმაყოფილება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]