weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთის გენშტაბის დელეგაცია აშშ-ში არ შეუშვეს

12:44 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს, სადაც მას მონაწილეობა უნდა მიეღო ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ღონისძიებაში.

12 ოქტომბერს, გაეროში რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი ბრიფინგი ჩატარდა, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის გლობალური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსების საკითხს. რუსეთიდან ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსანდრ ემელიანოვი და თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე დაწმომადგენელი ესწრებოდნენ

ემელიანოვის განცხადებით, ბრიფინგში მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუსეთის შეიარაღებულის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელებსაც, გენშტაბის უფროსის მრჩევლის, გენერალ-ლეიტენანტ ანდრეი ტრეტიაკის ხელმძღვანელობით, თუმცა აშშ-მა მთელ დელეგაციას, ტრეტიაკის ჩათვლით, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]