weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ავღანეთში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

12:02 ორშაბათი, 08 მაისი 2017

ამერიკელი და ავღანელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბდულ ხასიბი მოკლეს. სპეცოპერაცია ნანგარჰარის პროვინციაში 27 აპრილს ჩატარდა, თუმცა ხასიბის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა 7 მაისს დაადასტურა.

სააგენტო „როიტერი“ პენტაგონის განცხადებაზე დაყრდობით წერს, რომ 27 აპრილის რეიდის დროს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 35 მებრძოლი და მაღალი რანგის მეთაური მოკლეს.

„ეს წარმატებული ერთობლივი ოპერაცია 2017 წელს ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა ქაბულში.

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი აბდულ ხასიბი მრავალი თავდასხმის ორგანიზატორი იყო, მათ შორისაა 8 მარტს, ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე მომხდარი თავდასხმა, რა დროსაც ათობით ექიმი და პაციენტი მოკლეს. ხასიბის ბრძანებით, თავს კვეთდნენ ადგილობრივ უხუცესებს, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისთვის ცოლად შერთვის მიზნით იტაცებდნენ ქალებსა და გოგონებს.

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის განშტოება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ისლამური სახელმწიფო ხორაშანი“ (ISIS-K), 2015 წლიდან მოქმედებს. ის ებრძვის როგორც თალიბანს, ისე აშშ-ის ძალებს.

2017 წლის აპრილში, აშშ-მა ავღანეთში პირველად გამოიყენა ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი, რომელსაც „ყველა ბომბის დედასაც“ ეძახიან. ქვეყნის აღმოსავლეთით ბომბის ჩამოგდების შედეგად ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 30-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]