weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიდი პოლიტიკური რეფორმის მოთხოვნით კიევში აქცია გაიმართა

22:00 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

უკრაინის დედაქალაქ კიევში, უმაღლესი რადას წინ "დიდი პოლიტიკური რეფორმის" გატარების მოთხოვნით, დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორს დაპირისპირებაში გადაიზარდა. რადას წინ დილიდან ნაციონალური გვარდია იყო მობილიზებული, რომელმაც ქალაქის ცენტრი გადაკეტა და მეტალის წინაღობები აღმართა. პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაკავებულები არ არიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან სამართალდამცავებიც.

საპროტესტო აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა. სააკაშვილის ორგანიზაცია "ახალ ძალთა მოძრაობის" გარდა პროტესტს სხვა პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ, რომელთა შორის არიან მოძრაობა "ტალღა", პარტიები "ალტერნატივა", "დემოკრატიული ალიანსი", "ნაციონალური კორპუსი", "სამოპომიჩი"; აქციას შეუერთდნენ უმაღლესი რადას დეპუტატებიც.

აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საერთოუკრაინული მშვიდობიანი აქციების ჩატარების თაობაზე, რომლის სამი მთავარი მოთხოვნაა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება, დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმება და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის მცხოვრებლებს მოუწოდა აქციაზე გამოვიდნენ და მოითხოვონ, რომ პეტრო პოროშენკო პოსტის დატოვებაზე დაფიქრდეს.

"ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში გავიგეთ, რომ სანამ პოროშენკო იქნება, არ იქნება პროგრესი, არ იქნება ბრძოლა კორუფციასთან, იქნება სიღარიბე, დამცირება, ახალგაზრდების იმიგრაცია, უკრაინის პრესტიჟის დაცემა, ფულის მოპარვა, მათ შორის იმ ფულის, რომელიც ომისთვის გამოიყოფა", - განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დეპუტატების იმუნიტეტის გასაუქმებლად კანონპროექტი რადაში დღეს წარადგინა. 4 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ მზად არის იყოს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის კანონპროექტის ინციატორი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა რადამ დღეს დღის წესრიგში არ შეიტანა არცერთი საკითხი, რომლის განხილვაც აქცის მონაწილეებმა მოითხოვეს.

დღის ბოლოს კიევის ცენტრში პირველი კარვები გაჩნდა, სადაც ასობით დემონსტრანტი პროტესტს განაგრძობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]