weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სირიის ქალაქი რაქა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს

02:31 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა სირიელი მებრძოლების კოალიციამ ქალაქ რაქაზე, რომელსაც ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქსაც უწოდებენ, სრული კონტროლი დაამყარა. სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა ტალალ სელომ განაცხადა, რომ რაქას დასაბრუნებლად ხუთთვიანი ბრძოლა დასრულებულია.

"რაქაში სამხედრო ოპერაცია დასრულებულია. ამჟამად ის ჯიჰადისტების "მძინარე უჯრედების" გამოვლენის და ტერიტორიის განაღმვის ფაზაში გადადის", - განაცხადა ტალალ სელომ.

"ბი ბი სის" ინფორმაციით, ქალაქ რაქას სამწლიანი ოკუპაციიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.

ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" რაქა 2014 წელს აიღო და ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადა, სადაც თავს იყრიდნენ ჯიჰაისტები მთელი მსოფლიოდან.

აშშ-ის მხარდაჭერით დაახლოებით 15 ათასი მებრძოლისგან შემდგარმა კოალიციამ რაქას გასათავისუფლებლად ბრძოლა 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. ივნისის შემდეგ ქალაქი ალყაში იყო მოქცეული.

ლონდონში ბაზირებული მონიტორინგის ჯგუფის, სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, ხოლო ხუთი თვეში რაქაში სულ მცირე 3 250 ადამიანი იქნა მოკლული, მათ შორის 1 130 სამოქალაქო პირი. ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ე.წ."ისლამური სახელმწიფო" მშვიდობიან მოსახლეობას ბრძოლების დროს ცოცხალ ფარად იყენებდა.

გაეროს ინფორაციით, აპრილის შემდეგ რაქადან დაახლოებით 270 ათასი ადამიანი გაიქცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]