weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

10:26 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. გუშინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სობჩაკი ამბობს, რომ ის იქნება კანდიდატი „ყველას წინააღმდეგ“, რითიც სურს ამომრჩევლებს ყველა სხვა კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემის შესაძლებლობას დაუბრუნებს.

ქსენია სობჩაკის განმარტებით, უკვე ხუთი წელია ოპოზიციონერებთან და ათასობით სხვა ადამიანთან ერთად, ქუჩებში გამოდის და ცვლილებებს ითხოვს. თუმცა, ვისაც მიმართავენ, მათ ეს ცვლილებები არ აწყობთ.

„მათთვის ყველაფერი მისაღებია. ქურდები და კორუფციონერები ისევ იტყუებიან, ძალაუფლებაში მყოფები ქურდობენ, ძალოვანები უკვე მიგვითითებენ რა წავიკითხოთ, რას ვუყუროთ და ვინ გვიყვარდეს. ბევრი ამბობს, რომ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ. მაგრამ როგორ ვაჩვენოთ, რომ ყველას წინააღმდეგ ვართ. ადრე ამისთვის ბიულეტინზე იყო გრაფა „ყველას წინააღმდეგ“, რომლიც წაგვართვეს, რათა უფრო ადვილად მოეხერხებინათ ჩვენი ხმების მოპარვა. მე მინდა ამ გრაფის დაბრუნება, მინდა ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემის შესაძლებლობა დავაბრუნო“, - აცხადებს ქსენია სობჩაკი.

ვიდეო მიმართვის გავრცელების შემდეგ ქსენია სობჩაკმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „დოჟდს“, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კანდიდატურის დარეგისტრირების საშუალებას მისცემენ, მზად არის საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოხსნას.

რუსეთის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში ჩატარდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]