weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 82-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა გაათავისუფლეს

15:12 ორშაბათი, 08 მაისი 2017

ნიგერიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლეს 82-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა, რომლებიც ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“ 2014 წელს გაიტაცა. ნიგერიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლება შვედეთის მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის შუამავლობით განხორციელდა.

გოგონები იმ 276 მოსწავლეებს შორის იყვნენ, რომლებიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ აფრიკულ განშტოებად წოდებულმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ ჩიბოკის საშუალო სკოლის შენობიდან 2014 წლის აპრილში გაიტაცა. მომხდარიდან რამდენიმე თვეში ტყვეობიდან გაქცევა 57-მა გოგონამ მოახერხა, 21 მათგანი კი გამტაცებლებმა 2016 წლის ოქტომბერსა და 2017 წლის იანვარში გაათავისუფლეს. 113 მოსწავლე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ტყვეობიდან გათავისუფლებულებს ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი დედაქალაქ აბუჯაში შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]