გარი დოუერი 20 ოქტომბერს დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და ნახანძრალი ავტომობილების ფონზე ფოტოები იმ კადრების შედარებით გადაიღო, რომლებზეც მისი კოლექციის შემადგენელი მანქანები იყო აღბეჭდილი.
გარი დოუერის კოლექციაში 70 000 დოლარად შეფასებული 1967 წლის Chevrolet Camaro, 1973 წლის MGB Roadster, 1992 წლის Dodge Stealth და 2010 წლის ლიმიტირებული ეგზემპლარი Dodge Challenger SRT8 იყო თავმოყრილი.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს 42 ადამიანი ემსხვერპლა და ქვეყანას სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.