დაჭრილი ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელი დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. თავდასხმის შესაძლო მოტივად „პირადი სიძულვილი“ განიხილება.