საფრანგეთის კანონმდებლობით, მშობლებს უფლება აქვთ თავიანთ შვილს ნებისმიერი სახელი დაარქვან თუ ის ბავშვის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ტულუზის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ „ჯიჰადის“ შემთხვევაში კანონი ირღვევა, რადგან მომავალში სახელმა ბავშვს შესაძლოა ბევრი პრობლემა შეუქმნას.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, აქამდე „ჯიჰადის“ დარქმევა საფრანგეთში დაბადებული ბავშვებისთვის ნებადართული იყო და საქმე სასამართლო განხილვამდე არასდროს მისულა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საფრანგეთის სასამართლომ მშობლებს ნება არ მისცა, შვილისთვის სახელად შოკოლადის კრემის სახელი „ნუტელა“ დაერქმიათ, რადგან მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამით ბავშვი დაცინვის ობიექტი გახდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გოგონას „ნუტელას“ ნაცვლად „ელა“ დაარქვეს.
არაბული წარმოშობის სიტყვა „ჯიჰადი“ სწრაფვას და ბრძოლას ნიშნავს. ამ ტერნით აღინიშნება „წმინდა ომი“, რომელსაც მუსლიმები ისლამის გასავრცელებლად აწარმოებენ. ტერმინი „ჯიჰადისტები“ კი გამოიყენება ისლმისტი მებრძოლების, მათ შორის, კარგად ცნობილი ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიმართ.
2015 წლის შემდეგ, საფრანგეთში ისლამისტი მებრძოლების მიერ განხორციელებული ტერქატების შედეგად, 230 ადამიანია დაღუპული.