„მშვიდ და მოკრძალებულ ცხოვრებას უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე წარმატების ძიებას და მუდმივ მოუსვენრობას, რომელიც მას მოჰყვება“, - წერია პირველ ფურცელზე. მეორეზე კი, რომელიც 240 ათას დოლარად გაიყიდა, აღნიშნულია - „თუ არსებობს სურვილი, არსებობს საშუალებაც“.
აინშტაინმა ტოკიოში ყოფნის დროს შეიტყო, რომ ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა. გადმოცემის მიხედვთ, მან კურიერს უთხრა, რომ თუ ის იღბლიანი იყო, ამ ჩანაწერებს დიდი ღირებულება ექნებოდა.
აინშტაინის ჩანაწერების მფლობელთა ვინაობა უცნობია.