weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კიევში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

10:44 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

უკრაინაში, კიევის ცენტრში მომხდარ აფეთქებას, რომელის შედეგადაც რადას დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი დაიჭრა, მისი მცველი კი დაიღუპა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, საქმეს უკრაინის უშიშროების სამსახური გამოიძიებს.

ტელეკომპანია „ესპრესოსთან“ მოტოციკლი 25 ოქტომბერს, გვიან საღამოს აფეთქდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, რადიკალური პარტიის წარმომადგენელ იგორ მოსიიჩუკთან ერთად იმყოფებოდა პოლიტოლოგი ვიტალი ბალა, რომელიც ასევე დაიჭრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დეპუტატის დაცვის წევრი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა ტერაქტის დროს დაჭრილი კიდევ ერთი ადამიანი.

რადას დეპუტატი მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმის შემკვეთი მოსკოვშია, შემსრულებელი კი კიევში. რადიკალური პარტია არ გამორიცხავს, რომ მოსიიჩუკზე თავდასხმა შესაძლოა მის პოლიტიკურ ოპონენტებს ან ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს დაეგეგმა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო მომხდარში რუსი სპეცსამსახურების კვალს ხედავს, რომელიც, მისი აზრით, უკრაინაში დაძაბულობის შექმნას ცდილობს.

იგორ მოსიიჩუკი რადას დეპუტატი 2014 წლიდან არის. ის ბატალიონ „აზოვის“ შემადგენლობაში იყო და მონაწილეობას იღებდა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. მოსიიჩუკს სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდა რამზან კადიროვთან. 2015 წელს მას დეპუტატის იმუნიტეტი ჩამოართვეს და კორუფციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]