weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაერომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ასადის ხელისუფლებას დააკისრა

11:20 შაბათი, 28 ოქტომბერი 2017

აღმოსავლეთ სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური ნივთიერება ზარინის შემცველი იარაღის გამოყენების გამო პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას ეკისრება - ნათქვამია გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების ერთობლივ ანგარიშში.

2017 წლის აპრილში, იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის - 30 ბავშვი. ქიმიური იარაღის გამოყენებაში აშშ-მა მაშინვე ასადის მთავრობა დაადანაშაულა  და სარაკეტო იერიში სირიის არმიის საავიაციო ბაზაზე მიიტანა. თავის მხრივ, სირიის მთავრობა ირწმუნება, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ქიმიური იარაღი 2013 წელს გაანადგურა.

სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფდა ბაშარ ასადის ხელისუფლების მოკავშირე რუსეთიც, რომელმაც 2017 წლის აპრილში განაცხადა, რომ სამთავრობო ძალების თვითმფრინავებმა ხან-შეიხუნში დაბომბეს საწყობი, სადაც ექსტრემისტები ინახავდნენ ქიმიურ ნივთიერებებს.

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოსაძიებლად 2015 წელს შექმნილ გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების ერთობლივ მისიას უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]