კონსერვატიულ საუდის არაბეთში, სადაც მკაცრი რელიგიური კანონებია, ქალებს საზოგადოებაში გამოჩენა მხოლოდ მამაკაცის თანხლებით შეუძლიათ, ეს შეიძლება იყოს მათი ნათესავი და მეურვე. ქალებს სამოგზაუროდ, ქუჩაში და სამსახურში მარტო სიარული აკრძალული აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ საუდის არაბეთში ქალებს პირველად ისტორიაში ავტომობილის მართვის მოწმობის აღების უფლება მისცეს.
პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებს საუდის არაბეთში ზომიერი ისლამი დააბრუნოს.