weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი 29 წლის უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს

11:06 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017
2016 წლის ფოტო 2016 წლის ფოტო

ნიუ-იორკის ქვემო მანჰეტენის რაიონში მომხდარი ტერაქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. პიკაპის ტიპის ავტომანქანა ველობილიკზე შეიჭრა და ხალხი გაიტანა, რის შემდეგაც სასკოლო ავტობუსს შეეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილია უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვი, რომელიც უკვე დაკავებულია.

დასავლური მედია საშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერენ, რომ საიპოვი თავდასხმის დროს ყვიროდა „ალაჰუ აქბარ“ (ალაჰი დიდია). ორი პისტოლეტი, რომელიც მას ეჭირა, ყალბი აღმოჩნდა.

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, თავდასხმას „ლაჩრის ჩადენილი ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო უდანაშაულო მოქალაქეთა წინააღმდეგ“. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი „ტვიტერში“ დაწერა, რომ თავდახმა ავადმყოფმა და შეურაცხადმა ადამიანმა ჩაიდინა. „აშშ-ში არა!“ - წერს დონალდ ტრამპი.

ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,  ნიუ-იორკში წელს ტრადიციული ჰელოუინის მსვლელობა აღარ გაიმართება.

ასეთი მასშტაბის ტერაქტი ნიუ-იორკში 2011 წლის 11 სექტემბრის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ქვედა მანჰეტენზე მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებზე ტერორისტების თავდასხმას 2600 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]