weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქაბულის დიპლომატიურ რაიონში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

11:46 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა არასრულწლოვანი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აფეთქება „მწვანე ზონად“ წოდებულ რაიონში მოეწყო, სადაც ბევრი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები მდებარეობს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამფეთქებელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მან პირველი ბლოკ-პოსტი გაიარა, მაგრამ მეორე ბლოკ-პოსტთან გააჩერეს და თავი აიფეთქა.

ქაბულის პოლიციის პრესმდივნის ინფორმაციით, თავდამსხმელი სულ რაღაც 12 ან 13 წლის იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]