weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოლდოვაში სახელმწიფო ენად რუმინულის გამოცხადებას ემხრობიან

12:30 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვეყნის ენისათვის „მოლდოვურის“ ნაცვლად „რუმინულის“ წოდებას.

კონსტიტუციის მე-13 მუხლის შეცვლის ინიციატივას, რომელიც პროევროპულ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნის, ხელს 35 პარლამენტარი აწერს, თუმცა ცვლილების დასამტკიცებლად საჭიროა დეპუტატების საერთო რაოდენობის ორი მესამედის, ანუ 67 ადამიანის მხარდაჭერა.

როგორც მოსალოდნელია, მოლდოვის პარლამენტი მომავალი წლის აპრილში იმსჯელებს ამ საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისას, ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტარმა ტუდორ დელიუმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ენისათვის „რუმინულის“ წოდებით აღდგება „ისტორიული სამართლიანობა“.

„მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეები რუმინულ ენაზე ლაპარაკობენ. ეს იცის ყველამ! და ეს კონსტიტუციაშიც უნდა ჩაიწეროს“ - განაცხადა დელიუმ.

მეორეს მხრივ, ქვეყნის პრორუსული კურსის მხარდამჭერი პრეზიდენტი იგორ დოდონი გადაჭრით ემხრობა ენის სახელწოდებად „მოლდოვურის“ შენარჩუნებას და საჭიროდ მიიჩნევს რეფერენდუმის ჩატარებას ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ცნობილია, რომ ენათმეცნიერთა ერთი ნაწილის გამოკვლევების მიხედვით, მოლდოვური ენა რუმინული ენის მოლდოვურ დიალექტს წარმოადგენს. მისი დამოუკიდებელ ენად არსებობა ენათმეცნიერებაში საკამათო თემაა. მოლდოვის ოფიციალურ ენად კი რუმინული მიიჩნევა. მოლდოვისა და რუმინეთის სახელმწიფო დროშებიც ერთნაირ ფერთა წყობით გამოირჩევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]