weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

კოსმოსში პირველი ცოცხალი არსების გაშვებიდან 60 წელი შესრულდა

19:13 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

3 ნოემბერს კოსმოსში პირველი ცოცხალი არსების, ძაღლ ლაიკას გაშვებიდან 60 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ლაიკა იმყოფებოდა, 1957 წლის 3 ნოემბერს გაუშვა.

აღნიშნული კოსმოსური მისია ერთ თვეში მოჰყვა კოსმოსში ასევე საბჭოთა კავშირის მიერ პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას. ლაიკა უკან არ დაბრუნებულა - იგი ხომალდის აფრენიდან ექვს საათში გაიგუდა. მეცნიერებს არც დაუგეგმავთ ძაღლის დედამიწაზე ჩამოყვანა, რადგან იმდ როის ტექნიკა არ იძლეოდა ასეთ შესაძლებლობას.

ორბიტაზე ლაიკას გაშვებით დამტკიცდა, რომ ცოცხალი არსება უძლებს უწონადობას და შეუძლია კოსმოსში გაფრენა. ამ ექსპერიმენტის შემდეგ მკვლევარები და კონსტრუქტორები შეუდგნენ მუშაობას ისეთი კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად, რომლითაც ორბიტაზე ადამიანის გაგზავნასაც შეძლებდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]