2 ნოემბერს მადრიდში გამართულ სასამართლო სხდომაზე ხსენებული ხუთი კატალონიელი პოლიტიკოსიდან არცერთი არ გამოცხადდა. მათ ამბოხებაში, ხელისუფლების მიმართ ამბოხებისკენ მოწოდებასა და საჯარო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში სდებდნენ ბრალს, კამათის საგნად ქცეული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დანიშვნისთვის 1-ელ ოქტომბერს.
რეგიონული მთავრობის კიდევ ცხრა წევრი კი დაკითხვაზე გამოცხადდა. მათგან რვა ციხეში გირაოს შეფარდების გარეშე გაუშვეს, მეცხრეს კი 50 000 ევროს ოდენობის გირაო შეუფარდეს.
კარლეს პუჩდემონის ადვოკატი ამბობს, რომ ესპანეთის სასამართლო სისტემა სავარაუდოდ მალე გაუგზავნის ექსტრადიციის მოთხოვნას ბრიუსელის პროკურორებს, თუმცა პუჩდემონი ბელგიაში დარჩება და გაასაჩივრებს ექსტრადიციას.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის რეფერენდუმმა ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი შექმნა, მადრიდმა დროებით გააუქმა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონის ავტონომია, დაითხოვა მისი ლიდერები და დეკემბერში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.