weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საუდის არაბეთში კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა 11 პრინცი დააკავა

13:17 კვირა, 05 ნოემბერი 2017
ფოტოზე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ფოტოზე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა 11 პრინცი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მილიარდერი პრინცი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალვალიდ ბინ თალალიც არის.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი დაკავებულ პრინცებსა და ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებს.

საუდის არაბეთში კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მას ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს. კომიტეტი უფლებამოსილია დაიწყოს გამოძიება, გასცეს მოქალაქეთა დაკავების ორდერი, დააწესოს ქვეყნის დატოვებაზე აკრძალვა და დააყადაღოს საბანკო ანგარიშები.

პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა უკვე განაცხადა, რომ მექრთამეობას უმაღლეს დონეზე შეებრძოლება. „ჩემი სამშრობლო არ იარსებებს სანამ კორუფცია არ ამოიძირკვება და კორუმპირებულები პასუხს არ აგებენ“, – განაცხადა მან.

მუჰამედ ბინ სალმანი ტახტის მემკვიდრე პრინცად რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა, თუმცა უკვე მიიჩნევა საუდის არაბეთის ყველაზე გავლენიან ადამიანად. ცოტა ხნის წინ მან ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საუდის არაბეთში ზომიერი ისლამის დაბრუნებას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]