weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვარშავაში ნაციონალისტების მარშში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო

13:19 კვირა, 12 ნოემბერი 2017

11 ნოემბერს პოლონეთმა დამოუკიდებლობის 99-ე წლისთავი აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ულტრა-მემარჯვენე მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მარშში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთი დათვლით ვარშავის ქუჩებში 60 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

მარშის მონაწილეებს ნაციონალური წითელ-თეთრი დროშები ეჭირათ. მათ ევროპის სხვა ქვეყნების ულტრა-მემარჯვენე მოძრაობების ლიდერებიც შეუერთდნენ, რომელთა შორის იყვნენ ტომი რობინსონი დიდი ბრიტანეთიდან და რობერტო ფიორე იტალიიდან. მმართველ კონსერვატიულ პარტიას მსვლელობაში მონაწილეობა არ მიიუღია.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, მარშზე ისმოდა რელიგიური და ასევე რასისტული შინარსის შეძახილები, მაგალითად როგორიცაა „წმინდა პოლონეთი, თეთრი პოლონეთი“. სახელმწიფო ტელევიზიამ ამ მოვლენას „პატრიოტების დიდებული მსვლელობა“ უწოდა.

ქალაქში ასევე გაიმართა ანტიფაშისტური, გაცილებით ნაკლები მასშტაბების, აქციაც.

რაც შეეხება ოფიციალურ ღონისძიებებს, მასში მონაწილეობა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა დონალდ ტუსკმა მიიღეს. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და სიტყვით გამოვიდნენ.

როგორც დონალდ ტუსკმა განაცხადა, დამოუკიდებლობის დღე ყოველთვის აღინიშნებოდა და მომავალშიც აღინიშნება ყველა პოლონელის და არა ერთი რომელიმე პარტიის მიერ. „არცერთ პოლონელ პოლიტიკოს არ ჰქონია და არც არასოდეს ექნება მონიპოლია პატრიოტიზმზე“, – განაცხადა ტუსკმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტუსკის ევროსაბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას 2017 წლის მარტში, პოლონეთის ამჟამიდელი ხელისუფლება მხარს არ უჭერდა.

11 ნოემბერს, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, 99 წლის წინ სუვერენიტეტის აღდგენას ზეიმობენ. მე-18 საუკუნის ბოლოდან 123 წლის განმავლობაში პოლონეთი გაყოფილი იყო და რუსეთის, პრუსიისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების მიერ იმართებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]