„კიმ ჩენ ინი რატომ მაყენებს შეურაცხყოფას „მოხუცის“ დაძახებით? მე ხომ მისთვის არასოდეს მიწოდებია „დაბალი“ და „მსუქანი“? მე ხომ ძალიან ვცდილობ მისი მეგობარი გავხდე - და შესაძლოა ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აზიური ტურნეს ფარგლებში დონალდ ტრამპი ხუთ ქვეყანაში იმყოფებოდა. მან ვიეტნამის პრეზიდენტ ჩან დაი კუანგს შესთავაზა დახმარება ჩინეთთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრაში. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ძალიან კარგი შუამავალი და არბიტრია.
აშშ-ის პრეზიდენტის ტურნე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა „ომის გამჩაღებლის ვიზიტად“ შეაფასა და დონალდ ტრამპს „ბებერი“ უწოდა.