სტიქიის ზონაში, სადაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა ერაყში, კერძოდ ერბილის, ჰალაბჯას და დოხუკის პროვინციებშიც, სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.