მსხვერპლის უმრავლესობა ირანში მდებარე ქერმანშაჰის პროვინციაზე მოდის, სადაც ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 407 და დაშავდა 6700-მდე ადამიანი. ხოლო ერაყში, ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა 7 ადამიანი და დაშავდა 530-ზე მეტი. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, მთელი მსხვერპლი ჩრდილოეთში მდებარე ქურთისტანის რეგიონში აღირიცხა.
აშშ-ის გეოლოგიური უწყების მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყის ქალაქ ჰარაბჯასთან მდებარეობდა.