weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ავსტრალიელებმა ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინებას მხარი დაუჭირეს

17:12 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონების საკითხზე ავსტრალიაში რეფერენდუმი გაიმართა, რომლის მონაწილეთა უმრავლესობამ (61.6%) ამ სახის ქორწინებას მხარი დაუჭირა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა 12.7 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 79%-ია. დაახლოებით 7.8 მილიონმა ადამიანმა მხარი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დაუჭირა, 4.9 მილიონმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

რეფერენდუმს სავალდებულო ძალა არ აქვს და არჩევნებისგან განსხვავებით, მასში მონაწილეობა ავსტრალიელებისთვის სავალდებულო არ იყო.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა პირობა დადო, რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება წლის ბოლომდე შევა. „მილიონობით ადამიანმა თავისი სიტყვა თქვა და მათმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქორწინების თანასწორობას. მათ ხმა მისცეს სამართლიანობას და სიყვარულს“, - აღნიშნა ტერნბულმა.

ქორწინების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა, რომელიც ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების წინააღმდეგი იყო, განაცხადა, რომ პარლამენტმა პატივი უნდა სცეს რეფერენდუმის შედეგებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]