weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქაბულში დემონსტრაციის დროს მოწყობილი აფეთქების შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა

14:05 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა გავლენიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ატა მუჰამედ ნურის მხარდამჭერთა აქციაზე მოაწყო.

თავად ატა მუჰამედ ნური, რომელიც ბალხის პროვინციის გუბერნატორია, აქციაზე არ იმყოფებოდა. როგორც ქაბულის პოლიციის წარმომადგენლებმა რადიო „თავისუფლების“ ავღანურ სამსახურს უთხრეს, აფეთქებისას სულ ცოტა, ცხრა პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ.

ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბალხის პროვინციის გუბერნატორი სათავეში უდგას პარტია „ჯამიათ-ე ისლამის“, რომლის წევრებიც მეტწილად ეთნიკური ტაჯიკები არიან. ვარაუდობენ, რომ ატა მუჰამედ ნური საკუთარ კანდიდატურას 2019 წლის ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წამოაყენებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]