weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სირიის არმიამ ექსტრემისტების ბოლო გამაგრებული ქალაქი აბუ ქამალი დაიკავა

12:03 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 19 ნოემბერს ქვეყნის არმიამ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან მათ ხელთ არსებული ბოლო ციტადელი, ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქი აბუ ქამალი იგივე ალ-ბუქამალი გაათავისუფლა.

იგივე ინფორმაცია გაავრცელა ლიბანის შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ დაახლოებულმა ტელეარხმა „ალ-მანარმა“, რომლის თანახმად, ქალაქის დაკარგვის შემდეგ, მცირე ჯგუფებად დაფანტულმა ექსტრემისტებმა მახლობელ სოფლებს შეაფარეს თავი.

სირიის არმიამ ქალაქ აბუ ქამალზე კონტროლის დამყარება თვის დასაწყისში გამოაცხადა, მაგრამ მძლავრი კონტრშეტევის შემდეგ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მალე მოახერხა პოზიციების დაბრუნება, საბოლოოდ კი მაინც დათმო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]