აღნიშნული ავტომობილი პოლ მაკკარტნიმ მას შემდეგ შეიძინა, რაც ლეგენდარული ჯგუფი The Beatles ედ სალივენის შოუში ფილმის A Hard Day’s Night გადაღების დასრულების აღსანიშნავად გამოჩნდა.
მუსიკოსმა ავტომობილისთვის ბორბლების ქრომირებული დისკები, უკანა ამორტიზატორები (Armstrong Selectaride), რადიო (Motorola) და ვინილის დისკების მოსასმენი (Philips Auto-Magnon) შეუკვეთა. ძარა ლურჯი ფერისაა, სალონი კი შავი ტყავით იყო გაწყობილი და ნოტების გამოსახულებით იყო მოქარგული. ინტერიერი, რა თქმა უნდა, უკვე შეიცვალა, მაგრამ ორიგინალი შენარჩუნებულია და ავტომობილთან ერთად იყიდება.
The Beatles-ის წევრი „ასტონ მარტინს“ ექვსი წელი ფლობდა და მისი მოჭიდება 40 000 მილის გავლით „შეარყია“. შემდგომ წლებში ავტომობილის მფლობელი რამოდენიმეჯერ შეიცვალა. 2002 წელს მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და გადაღებეს. მეორე რესტავრაციის დროს, რომელიც 2012 წელს დაიწყო, ძარა ვერცხლისფრად შეღებეს, სალონი კი წითელი ტყავით გააწყვეს. ავტომობილზე წლევანდელი სამუშაოები უკვე დასრულდა. სპეციალისტები ძრავასაც შეეხენ: მოცულობა 4.0-დან 4.2 ლიტრამდე გაიზარდა, ისევე, როგორც შეკუმშვის ხარისხიც. შედეგად საშტატო 282 ცხენისძალის ნაცვლად, DB5-ის ძრავა 315 ცხენისძალას ანვითარებს.
ვაჭრობა 2 დეკემბერს ლონდონში, Bond Street-ის აუქციონზე მოეწყობა. პროგნოზების მიხედვით, ლოტი 1.6-დან 2 მილიონ დოლარამდე ეღირება. ეს 500 000 დოლარზე გაცილებით მეტია, რა ფასადაც აღნიშნული ავტომობილი 2012 წელს გაიყიდა.