weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანკარაში ლგბტ თემის ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა

17:05 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

თურქეთის დედაქალაქ ანკარის ხელისუფლებამ ლგბტ თემს თეატრალური დადგმების, კინოჩვენებების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი კულტურული ღონისძიებების ჩატარება აუკრძალა. ამ გადაწყვეტილების მოტივი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილება გახდა.

აკრძალვის შემოღებამდე, 15 ნოემბერს, ანკარის ხელისუფლებამ ორდღიანი გერმანულენოვანი ლგბტ-კინოფესტივალი ჩაშალა. ფესტივალზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გერმანიის საელჩო იყო, გერმანელი რეჟისორების ფილმების ჩვენება იგეგმებოდა. მთავრობის განმარტებით, კინოფესტივალს შესაძლოა გაეღვივებინა მტრობა და სიძულვილი საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართ. გერმანიის ელჩმა კინოფესტივალის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მაიკლ როტის თქმით, ხელოვნების „თავისუფლება და უმცირესობების უფლებები ხელშეუხებელია და ეს ასე უნდა იყოს თურქეთშიც“.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა ანკარის ხელისუფლების აკრძალვას უკანონო და დისკრიმინაციული უწოდეს.

„ეს გადაწყვეტილება და მისი გამართლება ეწინააღმდეგება კანონს, ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. კერძოდ, ირღვევა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ფუნდამენტური უფლებები დარღვეულია დისკრიმინაციული მოტივებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორმა ლგბტ ორგანიზაციამ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში სექსუალური უმცირესობების აღლუმი 2015 წლიდან აღარ იმართება, მაშინ, როდესაც ეს ღონისძიება სტამბოლში 2003 წლიდან ტარდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]