გთავაზობთ ცნობილი დამნაშავის ფოტოებს, რომლებზეც მისი განვლილი ცხოვრება მოკლედაა ასახული.
ჩარლზ მენსონი ინდიანაპოლისის არასრულწლოვანთა ცენტრში, სადაც ის ყაჩაღობის გამო მოხვდა და შემდეგ გაიქცა.
რანჩო ლოს ანჯელესის გარეუბან ჩატსუორთში, სადაც მენსონი და მისი კულტის მიმდევრები ცხოვრობდნენ იქამდე, სანამ 1969 წლის აგვისტოში სერიულ მკვლელობებს ჩაიდენდნენ.
კომუნა „ოჯახის“ წევრები, მათ შორის ლინეტ ფრომი და სანდრა გუდი. ფრომი ცნობილია იმით, რომ 1975 წელს პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მკვლელობა სცადა, ამჟამად იგი 69 წლისაა და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. სანდრა გუდი, რომელსაც მენსონი წყალსა და სუფთა ჰაერად წარმო
პოლიციელები რეჟისორ რომან პოლანსკის სახლთან, სადაც მისი 9 თვის ორსული მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი სექტა „ოჯახის“ წევრებმა მხეცურად მოკლეს.
ჩარლზ მენსონის ფოტო დაკავებისას.
ჟურნალი Life, 1969 წლის 19 დეკემბრის ნომრის ყდა.
მენსონი სასამართლო პროცესზე, სადაც მუსიკოს გარი ჰინმანის მკვლელობის ორგანიზებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, 1970 წ.
სექტა „ოჯახის“ წევრები: სიუზენ ატკინსი, პატრისია კრენვინკელი და ლესლი ვან ჰაუტენი 1971 წლის სასამართლო პროცესზე.
მენსონის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მისული სექტა „ოჯახის“ წევრები, 1971 წ.
ჩარლზ მენსონის ერთ-ერთი ცნობილი ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მან 1981 წელს The Tomorrow Show-ისთვის ტომ სნაიდერს მისცა.
ჩარლზ მენსონი კითხულობს წერილს მისი შეწყალების შესახებ სან კვენტინის საპატიმროში, სადაც მას მეექვსედ უთხრეს უარი შეწყალებაზე, 1986 წ.
მენსონი სან კვენტინის ციხეში 1988 წლის ინტერვიუს მიცემადე, რომელიც მას რეპორტიორმა ჯერალდო რივერამ ჩამოართვა.
ჩარლზ მენსონი 77 წლის ასაკში, 2011 წ.
მენსონი და ეფტონ ელენ ბარტონი, რომელთა ციხეში ქორწინებაც ჩაიშალა, 2014 წ.
ჩარლზ მენსონის უკანასკნელი ოფიციალური ფოტო, 2017 წლის აგვისტო. ციხეში კრიმინალმა 46 წელი გაატარა.