weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

უკრაინიდან რამზან კადიროვთან დაახლოებული პირი გააძევეს

15:12 პარასკევი, 24 ნოემბერი 2017

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში იძულებით დააბრუნა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და უკრაინაში მყოფი იმ ჩეჩნების შესახებ აგროვედა ინფორმაციას, რომლებსაც პრორუსული შეხედულებები აქვთ.

უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ევრომაიდანის შემდეგ, ამ ადამიანმა უკრაინის ტერიტორია დატოვა და გროზნოში იმყოფებოდა. სექტემბრის ბოლოს კი უკრაინაში დაბრუნდა და რუსეთის ფედერაციის ახალ პასპორტს იყენებდა.

„უკრაინაში ყოფნის დროს ის აგროვებდა ცნობებს პრორუსული შეხედულების მქონე ჩეჩნების შესახებ, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ანტიტერორისტულ ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ ქვეყნიდან გაძევებული ადამიანის სახელსა და გვარს, თუმცა უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა იყოს უკრაინაში კადიროვის ყოფილი სრულუფლებიანი წარმომადგენელი რამზან ციცულაევი. სააგენტო „ინტერფაქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარი ნამდვილად რამზან ცინცულაევს ეხება, თუმცა ის არასდროს არ ყოფილა დასაქმებული კადიროვის ადმინისტრაციაში, არამედ თანამშრომლობდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ძალოვან უწყებებთან და 2014 წლიდან იძებნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]