weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნაურუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო აშშ-ის მხარდაჭერა დაკარგა

18:23 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღარების გამო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური დახმარება დაკარგა, - ამის შესახებ ახალი ზელანდიის რადიო RNZ წერს. რადიო განმარტავს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, 6 მაისს ხელმოწერილი აქტის მიხედვით, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია.

„აქტის თანახმად იკრძალება იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც ამ ორ რეგიონს აღიარებენ. ის ასევე ამბობს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ეკრძალებათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს არღვევენ“, - ნათქვამია რადიოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რადიო ახალი ზელანდიის ცნობით, აშშ მთავარი ფინანსური დონორია ნაურუს (მოსახლეობა 9 488 ადამიანი) მხარდამჭერი ისეთი ორგანიზაციებისა, როგორებიცაა აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე უარი ტუვალუმ 2014 წელს, ხოლო ვანუატუმ 2013 წელს თქვა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]