weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეგვიპტეში მეჩეთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა

11:27 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ქალაქ ბირ ალ-აბდში მეჩეთზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, დაჭრილია ასზე მეტი ადამიანი. „ბი ბი სის“ ინფორმაცით, ამ დრომდე არავის აუღია პასუხისმგებლობა ტერაქტზე, რომელიც მსხვერპლის მხრივ ყველაზე მასშტაბურია ეგვიპტის უახლეს ისტორიაში. მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

„ის, რაც ახლა ხდება არის მცდელობა შეგვაჩერონ ტერორიზმთან ბრძოლაში. ჩვენი შეიარაღებული ძალები შურს იძიებენ წამებულების გამო და აღადგენენ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ.

თავდასხმა მეჩეთზე 24 ნოემბერს, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელებმა ჯერ ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი მლოცველებს გაუხსნეს ცეცხლი.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით 40 შეიარაღებული მამაკაცი ჯიპებით, მეჩეთის წინ სხვადასხვა პოზიციაზე განლაგდნენ და შენობიდან გაქცეულ ხალხს ესროდნენ. მოგვიანებით საჰაერო ძალებმა ბირ ალ-აბდის შემოგარენში, მთიან ზონაში სამიზნეებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამ რეგიონში ხელისუფლება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]