weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზიმბაბვეს ახალმა პრეზიდენტმა ერთგულების ფიცი დადო

17:02 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

ზიმბაბვეს რესპუბლიკაში ახალი პრეზიდენტის, ემერსონ მნანგაგვას ინაუგურაცია გაიმართა. აღნიშნული ცერემონია რამდენიმე დღეში მოჰყვა ამ აფრიკული ქვეყნის მხცოვანი ავტოკრატი ლიდერის, 93 წლის რობერტ მუგაბეს გადადგომას.

საინტერესოა, რომ 1980 წელს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (იმ დროს ზიმბაბვეს როდეზია / სამხრეთ როდეზია ერქვა), ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს რიგით მესამე პრეზიდენტია. 75 წლის პოლიტიკოსი წლების მანძილზე იყო ვიცე-პრეზიდენტი, ვიდრე მუგაბე მიმდინარე თვეში მოხსნიდა, რის შემდეგაც სამხედრო ძალები ამოქმედდნენ და ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარეს.

ვეტერანი რევოლუციონერი და ზიმბაბვეს ოდიოზური ლიდერი რობერტ გაბრიელ მუგაბე ქვეყანას 30 წელი მართავდა და საბოლოოდ, 21 ნოემბერს გადადგა, როდესაც უკვე დაწყებული იყო მისი იმპიჩმენტის პროცედურა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]