weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო ევაკუაცია გამოცხადდა  

13:30 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინდონეზიის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლი და კვამლი 3400 მეტრ სიმაღლეზე ადის. ათასობით ადამიანს, რომელიც აგუნგიდან 8-10 კილომეტრის რადიუსში ცხოვრობს, ევაკუაციის შესახებ აფრთხილებენ. იმ ადგილებში, სადაც დაკვამლიანება შედარებით მაღალია, ხალხს პირბადეებსა და სათვალეებს ურიგებენ.  

ორშაბათს 24 საათით დაიხურა ბალის აეროპორტი. გაუქმდა 445 რეისი, რის გამოც ათასობით ტურისტი კუნძულის დატოვებას ვერ ახერხებს.

ბალიზე ვულკან აგუნგის ამოფრქვევის საფრთხე წლის დასაწყისში შენიშნეს, რის გამოც დაახლოებით 140 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. სექტემბერში მათი დიდი ნაწილი საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა. 25 ათასამდე ადამიანი კი კვლავ დროებით თავშესაფარში განაგრძობს ცხოვრებას.

ინდონეზია წყნარი ოკეანის ვულკანურ „ცეცხლის რგოლზე“ მდებარეობს, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეხება და მიწისძვრებსა და ვულკანურ აქტივობას იწვევს. ამ რეგიონში 130-ზე მეტი მოქმედი ვულკანია. რაც შეეხება აგუნგს, ის ბოლოს 1963 წელს ამოიფრქვა და ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]