weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თურქეთი იმედოვნებს, რომ აშშ სირიაში ქურთების შეიარაღებაზე გადაწყვეტილებას შეცვლის

23:54 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიაში, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქურთების შეიარაღების თაობაზე. "მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი მოკავშირეები ჩვენ დაგვიჭერენ მხარს და არა ტერორისტულ ორგანიზაციას", - განაცხადა ერდოღანმა.

9 მაისს, დონალდ ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, შეიარაღება მიაწოდოს "სირიის დემოკრატიული ძალების" (SDF) ქურთ წევრებს ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად.

სააგენტო "როიტერთან" ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქურთი მებრძოლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა შეიძლება შეიცავდეს ცეცხლსასროლ იარაღს, ყუმბარებს, ჯავშანტექნიკას, ჯავშანტრანსპორტებსა და საინჟინრო აღჭურვილობას. მისივე თქმით, ქურთებისთვის მიწოდებული იარაღი რაოდენობრივად შეზღუდული, მისიის შესაბამისი იქნება და მებრძოლებს ეტაპობრვად მიეწოდებათ.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ მნიშვნელოვანი ნაწილია „ხალხის დამცველთა შენაერთები“ (YPG), რომელსაც თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) მოკავშირედ მიიჩნევს. „ქურთისტანის მუშათა პარტია", რომელიც 1984 წლიდან ქურთებისათვის ავტონომიის მოსაპოვებლად იბრძვის, თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

10 მაისის ბრიფინგზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქურთების შეიარაღების საკითხს წამოჭრის ვაშინგტონში, 16 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროსაც.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]