weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის თარიღი ცნობილია

11:12 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

უელსის პრინც ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილი 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლისა და მისი რჩეულის ნიშნობა მიმდინარე თვეს შედგა, მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ თანხმობა მარკლის მშობლებმა განაცხადეს.

რაც შეეხება ქორწილს, დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ქორწილის შემდეგ წყვილი კენსინგტონის სასახლეში იცხოვრებს და მათ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას წოდებები მიენიჭებათ.

სატელევიზიო სერიალების მსახიობი და მოდელი მეგან მარკლი, რომელიც პრინც ჰარის 2016 წლის ზაფხულიდან ხვდება, 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს ანჯელესში დაიბადა. 2004-დან 2013 წლამდე ურთიერთობა ჰქონდა მსახიობსა და პროდიუსერ ტრევორ ენგელსონთან, რომელთანაც 2011-2013 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]