არგენტინის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის თვითმფრინავები რამდენიმე დღეა დაფრინავენ სამხრეთ ატლანტიკის თავზე, მაგრამ ჯერ ვერ მიაგნეს წყალქვეშა ნავს, რომელშიც 44 ადამიანი იმყოფება. ძებნას ასევე ართულებს უამინდობა და ზღვის ღელვა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი წყალქვეშა ნავი გაუჩინარებამდე საპორტო ქალაქ მარ-დელ-პლატისკენ მიემართებოდა.