weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაკისტანში ოჯახის თანხმობის გარეშე დაქორწინებისთვის ნათესავებმა წყვილი მოკლეს

15:12 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

სამხრეთ პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ოჯახის თანხმობის გარეშე იყო დაქორწინებული, გასულ კვირას ნათესავებმა ადგილობრივ უხუცესთა საბჭოს დავალებით მოკლეს. ახალშეუღლებული წყვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დაკავებულია.

ცნობების თანახმად, 24 წლის აბდულ ჰადი და 20 წლის ჰასინა ბიბი ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ პახტუნხვას პროვინციიდან იყვნენ და თვენახევრის წინ ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ კარაჩიში დაქორწინდნენ.

როგორც პოლიცია აცხადებს, აბდულ ჰადის მამა და რამდენიმე ნათესავი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც 26 ნოემბერს კარაჩის ერთ-ერთ სასაფლაოზე იპოვეს მოკლული ახალგაზრდების გვამები. დაკავებულების თქმით, მათ უხუცესთა საბჭოს (ჯირგა) გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი „პუშტუნთა კულტურის შერცხვენისთვის“ მოკლეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]