ვალეს კანტონაში მდებარე თვალწარმტაცი სოფელი ამგვარად იზიდავს ადამიანებს, იცხოვრონ მშვიდ საცხოვრებელ ადგილზე და დატკბნენ ალპური პეიზაჟით, პარალელურად კი თავიდან აიცილონ სოფლის გაუკაცრიელება.
ინიციატივის მიხედვით, ალბინენში დასახლების შემთხვევაში ერთი ზრდასრული ადამიანი 25 000 დოლარს მიიღებს, თითო შვილზე კი 10 ათასი დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფელში საცხოვრებლად გადასვლისას მსურველმა ოჯახმა შესაძლოა 70 ათასზე მეტი დოლარი მიიღოს.
ხსენებულ სოფელში ამჟამად 240 ადამიანი ცხოვრობს, რადგან ბოლო პერიოდში იგი ბევრმა მაცხოვრებელმა მიატოვა სხვადასხვა მიზეზის გამო.