weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სამხედრო დანაშაულისთვის გასამართლებულმა გენერალმა სასამართლოზე შხამი დალია

15:11 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

სამხედრო დანაშაულისათვის გასამართლებულმა ბოსნიელი ხორვატების გენერალმა სლობოდან პრალიაკმა ჰააგის ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სასამართლო დარბაზში შხამი დალია. გაერო ადასტურებს, რომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, პრალიაკის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სასამართლო 72 წლის  სლობოდან პრალიაკის სააპელაციო საჩივარს განიხილავდა, რომლითაც ის 2013 წელს მისთვის მისჯილ 20-წლიან პატიმრობას ასაჩივრებდა. 2013 წელს ის დამნაშავედ იქნა ცნობილი 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს, ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ სამხედრო დანაშუალის ჩადენაში.

მას შემდეგ რაც გამოცხადდა სააპელაციო კომისიის ვერდიქტი მისთვის მისჯილი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, პრალიაკი ფეხზე წამოდგა და განაცხადა, რომ ის დამნაშავე არ იყო და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობდა. ამის შემდეგ მან სითხე დალია, რომელიც მისი განცხადებით შხამი იყო. მოგვიანებით მისმა ადვოკატმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულმა შხამი მიიღო.

პრალიაკს და კიდევ ხუთ გენერალს ბოსნიაში მუსლიმების წამებისა და მასობრივი მკვლელობის ბრალდება 2004 წელს წარუდგინეს. ისინი ტრიბუნალს ნებაყოფლობით ჩაბარდნენ. ოთხი წლის წინ სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელი ხორვატების კიდევ ერთ ლიდერს იადრანკო პრლიჩს.

საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე 1993 წლებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შეიქმნა და მუშაობას 2017 წლის 31 დეკემბერს დაასრულებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]