weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთში ბელარუსიდან შეტანილი რადიაქტიური სოკო აღმოაჩინეს

22:43 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

საფრანგეთში ბელარუსიდან შეტანილი 3.5 ტონა სოკო აღმოაჩინეს, რომელიც რადიაქტიური ნუკლიდის ცეზიუმ 137-ით იყო დაბინძურებული. ამის შესახებ სააგენტო Reuters საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტზე (IRSN) დაყრდნობით წერს.

მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურებული სოკო ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, ის მაინც გაანადგურეს.

IRSN-ის ინფორმაციით, სოკო რადიაციული ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, ბელარუსის ჩერნობილთან სიახლოვის გამო მოექცა და ეს შემთხვევა დაკავშირებული არ არის, ორი თვის წინ, ევროპის ატმოსფეროში რუსეთიდან რადიაციული ღრუბლის გავრცელებასთან.

ნოემბრის ბოლოს "როსჰიდრომეტმა" დაადასტურა, რომ 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩელიაბისნკის ოლქში რადიაქტიური ნივთიერებით გარემოს უკიდურესად მაღალი დაბინძურება დააფიქსირეს. საქმე ეხება რადიაქტიურ იზოტოპ რუთენიუმ 106-ს, რომელიც ნორმას თითქმის 1000-ჯერ აღემატებოდა.

"როსჰიდრომეტის" ამ განცხადებამდე, სექტემბრის ბოლოს, IRSN-მა ევროპის ატმოსფეროში მომატებული რადიაქტიური ფონი დააფიქსირა. ფრანგი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ევროპის ქვეყნების ატმოსფეროში რუთენიუმ 106-ის არსებობას ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენება არ შეელო. თუმცა, ორგანიზაცია "გრინფისის" ცნობით, რადიაქტიური გამოსხივების ქვეშ მოექცა ათობით მილიონი ადამიანი და რომელიმე მათგანს აუცილებლად შეექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

რუთენიუმი ატმოსფეროში სხვადასვა გზით შეიძლება მოხვედრლიყო. ერთ-ერთი ვერსიაა ბირთვული რეაქტორიდან გაჟონვა, თუმცა IRSN-მა ეს ვერსია უარყო, რადან ასეთ შემთხვევაში რუთენიუმი ატმოსფეროში აღმოჩნდებოდა არა "სუფთა სახით", არამედ სხვა რადიაქტიურ იზოტოპებთან ერთად. 21 ნოემბერს ეს არგუმენტი გაიმეორა "როსატომის" შვილობილმა კომპანია "მაიაკმა", რომელიც ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ ოზერსკში მდებარეობს და ბირთვული ნარჩენების განადგურებით არის დაკავებული. მეორე ვერსიით, რუთინიუმ 106 შესაძლოა გავრცელებულიყო იზოტიპის საფუძველზე მაიონებელი გამოსხივების წყაროების დამზადების, გამოყენების ან უტილიზაციის დროს. კიდევ ერთი ჰიპოთეზით, რომელიც უარყვეს, რუთენიუმის გავრცელება ხელოვნური თანამგზავრის ჩამოვარდნას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

რუთენიუმი მოვერცხლისფრო ფერის ლითონია. ელემენტი 1844 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერებს რუთენიუმის ათეულობით რადიაქტიური იზოტოპი აქვთ აღმოჩენილი, რომელთა შორის რუთენიუმ 106 ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის - 1 წლის განმავლობაში არსებობს ბუნებაში.

რაც შეეხება ცეზიუმ 137-ს, ის დიდი რაოდენობით ფიქსირდება ჩერნობილის სიახლოვეს, სადაც ატომური ელექტროსადგურის ავარია 1986 წელს მოხდა. ავარიის შედეგად სხვა რადიაქტიურ ნივთიერებებთან ერთად, ცეზიუმ 137-იც გავრცელდა. მისი ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 30 წელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]