weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არგენტინამ დაკარგული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი დაღუპულად გამოაცხადა

14:12 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

არგენტინამ დაღუპულად გამოაცხადა ატლანტის ოკეანეში დაკარგული, თავის კუთვნილებაში მყოფი სამხედრო წყალქვეშა ნავის, „სან ხუანის“ ეკიპაჟის 44 წევრი. მათ გადასარჩენი სამაშველო ოპერაცია ოფიციალურად შეწყდა.

წყალქვეშა ნავზე არსებულ ადამიანებს ორკვირიან პერიოდში ჰაერის მარაგი ამოეწურებოდათ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ენრიკე ბალბის განცხადებით, ეკიპაჟის წევრებიდან ვეღარავინ გადარჩებოდა, წყალქვეშა ნავის ძებნა კი მაინც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „სან ხუანი“ 15 ნოემბერს გაუჩინარდა. სამაშველო ოპერაციაში, რომელშიც არგენტინის გარდა 18 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩართული იყო 28 გემი და 10 თვითმფრინავი.

წყალქვეშა ნავის დაკარგვის მიზეზი ჯერ-ჯერობით არა დადგენილი, თუმცა არაოფიციალური ვერსიით, ხომალდმა ელექტროავარიის გამო დაკარგა კონტაქტი, რომელიც მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]